Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
3-07-2014, 17:57
ნანახია: 2519

ქალბატონო თეა, თქვენ დედა გყავთ?!

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხემოწერით გამოწვეული ეიფორია ჯერაც არ დამცხრალა - მავანი და მავანი ამ ფარატინა ქაღალდისგან სასწაულებს ელოდება (მარტივად თუ ვიტყვით: - კარგი ცხოვრება -კაი ჭამა, კაი სმა), ხოლო საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებში გარკვეულ საფრთხეებს ხედავს, რომელიც შეიძლება ქვეყანას მომავალში ძალიან ძვირად დაუჯდეს!

ერთ-ერთი ასეთი საფრთხე, რომელმაც შეიძლება მართლმადიდებელი მრევლის აფეთქება გამოიწვიოს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებაში უკვე დევს _ როგორც ქალბატონმა თეა წულუკიანმა „გვახარა“, 2016 წლის ბოლომდე, საქართველოში აიდიზაციის - ანუ არაბიომეტრიული პირადობის მოწმობების ბიომეტრიული მოწმობებით ჩანაცვლება უნდა დამთავრდეს. ეს თურმე ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმზე გადასვლის აუცილებელია პირობა ყოფილა!

საუბარია ე.წ. ჩიპიან პირადობის მოწმობებზე, რომელშიც, თუ გადატანითი მნიშვნელობით ვიტყვით, ჭინკაა ჩამალული და მართლმადიდებელი მრევლის პროტესტს იწვევს!

სხვათაშორის, აიდიზაციის პროცესს საქართველოში ვნებათაღელვა უკვე მოჰყვა. საპროტესტო მუხტი არა მარტო ქუჩაში და მედია-საშუალებებით გამოიხატა, არამედ ხელმოწერებიც კი შეგროვდა ალტერნატიული პირადობის მოწმობების დაშვების მოთხოვნით. აღნიშნულისადმი საკუთარი პოზიცია გამოხატა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაც და სთხოვა ხელისუფლებას- საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით დაეშვათ ალტერნატიული პირადობის მოწმობები.

 სამწუხაროდ, ვნებათაღელვა ორთქლის გამოშვებით დამთავრდა და ეს თემაც მეტ-ნაკლებად მიჩუმდა, აქედან გამომდინარე, საზოგადოებას დღემდე არ ჰქონდა ინფორმაცია, გაითვალისწინებდა თუ არა ხელისუფლება პატრიარქისა და მართლმადიდებელი მრევლის სამართლიან თხოვნას თუ მოთხოვნას.

ამ ცრუ მოლოდინს საბოლოოდ ბეჭედი დაუსვა თეა წულუკიანმა. მან ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე „დაგვაიმედა“, რომ თუ საქართველო  ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ერთ-ერთ მოხოვნას _ ქვეყანაში ბიომეტრიული პირადობის მოწმობების სრულად დამკვიდრებას უზრუნველყოფს, ევროპის ქვეყნებში უვიზოდ გადასვლა გარანტირებული გვექნება!

წულუკიანმა ამ განცხადებით  საბოლოოდ  გადაგვიწურა ალტერნატიული პირადობის მოწმობის დაშვების იმედი და ეს ყველაფერი ისე მოაქცია „სამართლებრივ“ ჩარჩოში, რომ შუბლის ძარღვიც არ ატოკებია!

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან ადექვატური რეაქცია არ მოჰყოლია. არც ის ვიცი, მომავალში მოჰყვება თუ არა, მაგრამ ამ შემთხვევაში ,ეს არ არის მთავარი. მთავარია ერთი კითხვა, რომელიც  იუსტიციის  მინისტრს  უნდა დავუსვა.

ქალბატონო თეა, თქვენ დედა გყავთ?!