ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად

   შსს-ს წარმომადგენლებმა ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს.

 

   შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი ეკატერინე კერესელიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

   შსს-ს წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კვლევის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასევე გააცნეს ოჯახური კონფლიქტების შესახებ "112"-ში შესული ზარების ანალიზი. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე. შსს-ს წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამართალდამცველთათვის ამავე თემაზე ჩატარებული ტრენინგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და გააცნეს შემაკავებელ ოქმში შეტანილი ცვლილებები.

 

   შეხვედრის ბოლოს შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა ეკატერინე კერესელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, რომლის ეფექტურად შესრულებისთვის სამოქალაქო სექტორის ადეკვატური მხარდაჭერა და ჩართულობა აუცილებელია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: