Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (3)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
4-07-2014, 11:12
ნანახია: 416

ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

   ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისალოც წერილში ამბობს:

   "ამერიკელმა ხალხმა ყველაზე უკეთ იცის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი. ეს ის ღირებულებებია, რომლებმაც თქვენი ქვეყანა ყველასათვის მიმზიდველი გახადა. თქვენ მუდამ იცავთ ამ ღირებულებებს და მათ სხვა ერებსაც უზიარებთ.

   ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმნიშვნელოვანესი მოკავშირე და უახლოესი პარტნიორია, რადგან ჩვენი ქვეყნების მეგობრობა საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება.

    ჩვენ ვაფასებთ ამერიკის მიერ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს და მადლობას გიხდით საქართველოს ისტორიის ურთულეს მომენტებში გაწეული დახმარებისთვის. საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის საქმეში, ისე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით.

   მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს სახით თქვენ გყავთ საიმედო და ერთგული პარტნიორი. მჯერა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება".