Iverioni
«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ივნისი 2019 (3)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
4-07-2014, 12:21
ნანახია: 622

გენო ცაავა:  კინოცენტრის უზნეობის აპოგეა უნდა დასრულდეს!

ეს წერილი რეჟისორმა გენო ცაავამ „ივერიონს“ გამოუგზავნა და გვთხოვა დაგვებეჭდა. ავტორი თავად აგებს პასუხს წერილში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე.

ყველას! ყველას! ყველას!

ნანა ჯანელიძის კინოსექტორის წარმომადგენლებისადმი მიმართვამ, რომ შეიქმნა ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია და კინოინდუსტრიასთან დაკავშირებული ხედვებისა და მნიშვნელოვანი საკითხების წარდგენა, უშუალოდ მასთან რომ უნდა იქნეს წარდგენილი, ეს სრული მარაზმისა და ცინიზმის გამოხატულებაა, რამაც კინემატოგრაფისტების აღშფოთება გამოიწვია! რადგან, კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის სახელით უზნეობის გამომხატველ ნანა ჯანელიძეს არანაირი მორალური უფლება არა აქვს კინემატოგრაფისტებს მიმართოს!

 

მანანა ბერიკაშვილის, ელდარ შენგელაიას და ტრიპოლსკის ტანდემით, კინოცენტრის დირექტორად ნანა ჯანელიძის კბილებით გათრევა, თავად ჯანელიძის არაზნეობრივი საქციელი და მათი ტანდემის ისტორია უზნეობის აპოგეა იყო და ეს ყველასთვის ცნობილია!

კინოცენტრი გადაიქცა ჯანელიძისა და მისი წინამორბედის პირად აუქციონად, ავგიას ბოსლად, სადაც მხოლოდ მათი მხიარული კარუსელი დღესასწაულობს!

დღეს ჯანელიძისა და კინოცენტრის საქმიანობაზე როგორც სამოქალაქო, ასევე, სისხლის სამართლის კუთხით აღძრულია საქმე. მის გასანთავისუფლებლად, თუნდაც, მარტო სახელმწიფო კონტროლის მიერ დადებული დასკვნაც საკმარისია!

ბატონმა გურამ ოდიშარიამ ადმინისტრაციული წესით კინოცენტრში გაკვეხებული ჯანელიძის განთავისუფლების გადაწყვეტილება აუცილებლად და უსწრაფესად უნდა განახორციელოს, რადგან, როგორც გითხარით, ამის ყოველნაირი საფუძველი არსებობს- კინოცენტრის უზნეობის აპოგეა უნდა დასრულდეს!!!

ნანა ჯანელიძეს თუნდაც ელემენტარაული ღირსება, თავმოყვარეობა ან მასზე სამომავლო რისხვის შეგრძნება რომ ჰქონდეს, მან გადადგომის განცხადება თვითონვე უსწრაფესად უნდა გააკეთოს, მაგრამ, მისდა საუბედუროდ, მას ნერვული ანორექსია – ბულიმია შეეყარა და ამის უნარი და შეგრძნება დაკარგა!...

სტილი დაცულია _ რედ.