კახა კალაძე:-ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება და არავის ექნება იმის საშუალება, რომ იძალადოს საკუთარ მოსახლეობაზე”

კახა კალაძე:-ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება და არავის ექნება იმის საშუალება, რომ იძალადოს საკუთარ მოსახლეობაზე”

   საქალაქო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტს ქვეყნის ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ეხმიანება და ამბობს:

   -„ხულიგნობა მოგეხსენებათ, არავის ეპატიება. მით უმეტეს, როდესაც დეპუტატია პიროვნება. მინდა მოვუწოდო პოლიციას, რომ იმოქმედონ კანონის შესაბამისად, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება თანამდებობის პირი, უბრალო მოქალაქე, კანონის წინაშე, ყველა თანასწორუფლებიანი ვართ. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ საქართველოს, თავისუფალ სახელმწიფოს, სადაც თითოეული მოქალაქე, ყველა ერთნაირად მოიქცევა კანონის ჩარჩოში და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში აღდგეს სამართლიანობა, ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, როგორ უსწორდებოდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, როგორი ძალადობა მიმდინარეობდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე, როგორი ძალადობა მიმდინარეობდა ჟურნალისტებზე, ეს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება და არავის ექნება იმის საშუალება, რომ იძალადოს საკუთარ მოსახლეობაზე და მოქალაქეებზე”.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: