Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (3)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
5-07-2014, 15:02
ნანახია: 826

ზურაბ ჯიბუხაია:-

   ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიში ხონში პატიმრობაში მყოფმა "ნაციონალური  მოძრაობის" ხონის გამგებლობის კანდიდატმა ზურაბ ჯიბუხაიამ გაიმარჯვა. ის ქუთაისის №2 სასჯელაღსარულების დაწესებულებაში მიმდინარე წლის თებერვლიდან  იმყოფება. სწორედ აქედან მიმართა მან ხონის ამომრჩეველს და გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

 

    "ჩემო ხონელებო, მინდა, მადლობა გითხრათ არჩევნების პირველ ტურში გაწეული მხარდაჭერისთვის და მოგმართოთ: სამწუხაროდ, არ მეძლევა საშუალება უშუალოდ შეგხვდეთ და სამომავლო გეგმეები გაგაცნოთ. მოგეხსენებთ თქვენი თანადგომითა და მხარდაჭერით კვლავ მეძლევა საშუალება არჩევნების მეორე ტურში მივიღო მონაწილეობა, როგორც  ერთ–ერთმა თქვენმა რჩვეულმა გამგებლობის კანდიდატმა. გადამწყვეტი ბრძოლისთვის ვემზადები და ახლა განსაკუთრებით მჭირდება თანადგომა. მესმის, რომ არჩევნებში თქვენი მხარდაჭერა გმირობის ტოლფასია. ჩემთვის ცნობილია, რომ ვითომ გულშემატკივრები ავრცელებენ ხმებს ჩემი გამარჯვების შემთხვევვაში ბრალის დამძიმების შემთხვევის თაობაზე. მე ყველაზე კარგად ვიცი, რა მჭირდება და რომ ჩემი თავისუფლება, სიმართლის დამტკიცება და ღირსების აღდგენა არჩვენებში გამარჯვებაზე გადის. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ თანადგომას, მხარდაჭერას ჩვენი საერთო გამარჯვების მისაღწევად".

 

   ცნობისთვის, ზურაბ ჯიბუხაიას გამოძიება სახელმწიფო და სხვისი ქონების გაფლანგვას, სამსახურებრივ სიყალბესა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში  ედავება.