ნიკა მელია:-ხელისუფლებას არ მივცეთ ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალება

ნიკა მელია:-ხელისუფლებას არ მივცეთ ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალება

   "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია საგანგებო განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა,  "ნაციონალური მოძრაოაბა" არ აპირებს ბრძოლის შეწყევტას. 

   "ის რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხდება სამწუხაროდ ბევრისათვის იყო დაუჯერებელი, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო. უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ვიხილეთ,რომ ცენტალურ ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტი ხელის შეშლა და მეტი წინააღმდეგობა განახორციელეოს მისი ოპონენტების მიმართ. ძალიან სამწუხაროა, რომ არჩევნებამდე 7-ი დღით ადრე იმდაგვარ პროცესებს აქვს ადგილი, რომელსაც ნორმალურ დემოკრატიუილ ქვეყანაში არ უნდა ჰქონდეს. ამ პროცესებმა თვალნათლივ დაგვანახა ჩვენ , რომ ხელისუფლება,რომელიც 2012 წელს მოვიდა სხვა ლოზუნგებით იქცევა აფსოლიტურად განსხვავებულად. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად სისხლისამართლებრივი დევნისა, მიუხედავად დაკვეთილი დაპატიმრებებისა, მიუხედავად იმისია, რომ ჩემი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არის დაკავებული, მიუხედავად იმისა, ჩვენ მზად ვართ გაათმაგებული ენერგიით შევიდეთ 12 ივლისს  არჩევნებზე, სადაც გამარჯვებას მოვიპოვებთ,  ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ვისაც ხვალინდელი უკეთესი საქართველო უნდა, გამოცხადდეს არჩევნებზე, რათა ხელისუფლებას არ მივცეთ ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალება".

   თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას  არჩევნებში მონაწილეობისა და აქტიურობისკენ მოუწოდებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: