გიორგი გვიჩიანი:-"ირაკლი შოთაძე უკანონო ზეწოლას ახორციელებს პროკურორებზე"

გიორგი გვიჩიანი:-"ირაკლი შოთაძე უკანონო ზეწოლას ახორციელებს პროკურორებზე"

   2002 წელს "თელასის" მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით 2006 წლიდან უვადო პატიმრობაში მყოფი გიორგი გვიჩიანი სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს, პარლამენტის წევრებს და ჟურნალისტებს მიმართავს და განცხადებას ავრცელებს:

 

   "მოგმართავთ უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც 8 წლის წინ სააკაშვილის რეჟიმმა უვადო პატიმრობა მომისაჯა. ხვალ, 8 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება დამამთავრებელი პროცესი, სადაც წარმოდგენილი იქნება ჩემი საბოლოო სიტყვა.

   საბოლოო სიტყვა გაგრძელდება დაახლოებით ორი საათი. ამ დროში მთლიანად განადგურებული და გაცამტვერებული იქნება აბსურდული ბრალდება. პროკურატურა კი სასაცილო და კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

   მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ირაკლი შოთაძე 8 წლის წინ იყო აღნიშნული საქმის პოროკურორი და ხელი აქვს მოწერილი საბრალდებო სიტყვაზე. მხოლოდ ამ მიზეზით, მას არ სურს ჩემი გამართლება, ამიტომაც უკანონო ზეწოლას ახორციელებს პროკურორებზე.

   ამიტომაც, მოგმართავთ თხოვნით, დაესწროთ ზემოღნიშნულ სასამართლოს სხდომას რათა პროცესი ჩატარდეს გამჭირვალედ. თქვენი დასწრება სხდომაზე მნიშვნელოვნად დაიცავს და ძალას მისცემს სასამართლოს მიიღოს თავისუფალი, კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება. თქვენი თანადგომა ჩემთვის და ნიკა ჩემიასათვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წინასწარ გიხდით მადლობას".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: