ფიქრია ჩიხრაძე: ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რომ ეს ქვეყანა ვინმეს საკუთრება არ არის!

ფიქრია    ჩიხრაძე: ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რომ ეს ქვეყანა ვინმეს საკუთრება არ არის!

დღეს  „ პირველ“  პრეს-კლუბში  ფიქრია  ჩიხრაძემ  ჟურნალისტებისათვის  ბრიფინგი გამართა.  მან კომენტარი  გააკეთა  არჩევნების  მეორე  ტურთან  დაკავშირებით  და  აღნიშნა,  რომ  რაც  ამ  პერიოდში  მოხდა,  პირდაპირ  კავშირშია  12  ივლისს  დანიშნულ  არჩევნების   მეორე  ტურთან , რადგან,  მისი თქმით,  ქვეყანა  არ  დაიქცეოდა,  თუ  ხელისუფლება  ყურადღებას  გამოიჩენდა  და  ერთი  კვირით გადადებდა  იმ  ადამიანების  დასჯას,  რომლებთანაც  დანაშაული  აშკარად  იკვეთება.

ჩიხრაძის თქმით, „ასოცირების  ხელშეკრულება  უდაოდ  ძალიან  მნიშვნელოვანია, მაგრამ  წინ  უფრო  რთული  პროცესია  და  თუ ისევ  ისე გააგრძელა  ხელისუფლებამ  უმოქმედობა  როგორც  ახლა   განვითარების  პერსპექტივა  შემცირდება.“   ჩიხრაძე  აცხადებს, რომ  მისი  მოთხოვნაა ნორმალურ, დემოკრატიულ  და  სამართალთან  ახლოს  მდგომ  ქვეყანაში  ცხოვრება. „ზოგადად  ჩვენ  ქვეყანაში  მივიღეთ  ჩრდილიანი  სურათი  და  დიდ  განსხვავებას  ადრინდელ  სურათთან  შედარებით  ვერ  ვხედავ  ახლანდელ  ხელისუფლებას    მხოლოდ  ფორმები  აქვს  შეცვლილი, ვერცერთმა  ხელისუფლებამ ვერ  გააცნობიერა  ის, რომ  როდესაც, წინა  ხელისუფლება  უკანონოდ  იქცეოდა  ძვირად  დაუჯდათ ეს მათ.
 აქედან  გამომდინარე,  თითოეული  მათგანი  უნდა  დაფიქრდეს, რომ  ეს  ქვეყანა  ვინმეს  საკუთრება  არაა  და  თითოეული  ჩვენგანს  გვეკუთვნის.“  -აცხადებს იგი.

მზიკო კახიანი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: