კახა შამათავა:-"ილუზიებში ზოგიერთი "ექსპერტი" იმყოფება..."

კახა შამათავა:-"ილუზიებში ზოგიერთი "ექსპერტი" იმყოფება..."

   არასამთავრობო ორგანიზაციის "გზა აფხაზეთისკენ" დამფუძნებელი კახა შამათავა დავით დარახველიძის თურქეთში ვიზიტს და ამ ვიზიტის გარშემო გაკეთებულ კომენტარებს და შეფასებებს გამოეხმაურა.

   -"ილუზიებში ზოგიერთი "ექსპერტი" იმყოფება, მათი შეფასებები ოცი წლის განმავლობაში იყო ილუზორული, უამრავი თანხებია დახარჯული ექსპერტებზე და მათ ორგანიზაციებზე, მაგრამ შედეგი სახეზეა, არავითარი წინ გადადგმული ნაბიჯი, ის რომ დევნილი საზოგადოება არაა ჩართული პროცესების მართვაში, ესაა პრობლემის მოუგვარებლობის ერთერთი მინუსი, ვინაიდან პოლიტიკურად არაა შეფასებული ჩვენი როლი ამ საკითხების მიმართულებით და ყველაზე მთავარი, სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ცვლილებები, მისი განხორციელების შემთხვევაში, ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი და შედეგიც დადგება, უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ჩვენს ოპონენტებს წარმოუდგენიათ, რაც შეეხება მინისტრის ვიზიტს, ეს ჰუმანიტარული აქციაა და მხოლოდ მისასალმებელია, იმედი მაქვს რომ ასეთ შეხვედრებზე დევნილი საზოგადოების რჩეული ადამიანებიც იქნებიან მიწვეული, რადგან ისე ახლოს არავის არა აქვს აფხაზებთან ურთიერთობა როგორც აფხაზეთელებს, თუნდაც გარკვეული პერიოდი აფხაზეთში მივლინებით მცხოვრებ ადამიანებს.

  სხვათა შორის, აფხაზები, ჩვენს საფლავებსაც შესანიშნავად უვლიან, მადლობა მათ ამისათვის, დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, ჩემს ამ ნათქვამს ოპონენტები გამოუჩნდება".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: