ზაზა ვეკუა: "იმედი გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება"

ზაზა ვეკუა: "იმედი გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება"

   ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" სიის პირველმა ნომერმა ზაზა ვეკუამ:

   -"არ მაქვს ინფორმაცია ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარე და მარჩიელობას ნამდვილად ვერ დავიწყებ.  ეს უმრავლესობის გადასაწყევტია. ჩვენ ფრაქციით ვიქნებით წარმოდგენილი და ვაპირებთ ყველა ის დაპირება შევასრულოთ, რომელიც წინასაარჩევნოდ მივეცით მოსახლეობას. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარეს, ამ საკითხის განხილვა მთავარ საბჭოზე მოხდება და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

   ჩვენს კოალიციას აქვს პროგრამა, სადაც პრიორიტეტებია: ადამიანი და თბილისელი,  ჩვენი პროგრამიდან გამომდინარე ყველა ამ საკითხს შვეხებით. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 3 კაცი ვართ წარმოდგენილი, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი პროგრამის პრიორიტეტების გასატანად და შესასრულებლად.

რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, ჩვენთვის არაფერი შეცვლილა, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ მუშაობას ოთხ რაიონში, სადაც მეორე ტურში ვართ წარმოდგენილნი და იმედი გვაქვს 12 ივლისს ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: