კონსტანტინე გამსახურდია:-"დიდსულოვნების თამაშს ნამდვილად ვერ დავიწყებ!"

კონსტანტინე გამსახურდია:-"დიდსულოვნების თამაშს ნამდვილად ვერ დავიწყებ!"

   საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას ეხმაურება და ამბობს:

   -"როდესაც თვალი გადავავლე გამოხმაურებებს ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებაზე, ჩემთვის ერთი რამ გახდა თვალშისაცემი:

ერთნი, განადგურებულნი და რეპრესირებულნი, ვის თავზეც წისქვილის ქვაღა დარჩა დასაბრუნებელი, სასტიკად გმობენ და აძაგებენ მას სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაულობების გამო. გიფიქრიათ, რამდენად სამართლიანი და ობიექტური იქნებოდა მათთან შედავება?

   მეორენი საუბრობენ მის პოლიტიკურ ფორმატზე, მის საგარეო- თუ საშინაო პოლიტიკურ მიღწევებზე. ამ გრანდიოზული პოლიტიკური პროექტების ფონზე რეპრესირებულები, განადგურებულები საერთოდ არ განიხილებიან, როგორც ფაქტორი.

   ჩემი ცხოვრების 42 წელიწადის მანძილზე ე. შევარდნაძე მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ჩემი, ჩემი თაობისა და ჩემი თანამოქალაქეების ბედს, რომელიც საკმაოდ მძიმე გამოდგა. მიმაჩნია, რომ მეც ერთ-ერთი ვარ მის მრავალრიცხოვან მსხვერპლთაგან, დაზარალებული ადამიანურად, პოლიტიკურად, სამართლებრივად, სოციალურად. და რა უნდა ვთქვა?

   დიდსულოვნების თამაშს ნამდვილად ვერ დავიწყებ, ვერც ვეცდები ამ წუთს გავხდე ასეთი, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა აქეთკენ მოგვიწოდებს. ამის უფლებას თუნდაც ჩემი განადგურებული მეგობრების და ახლობლების აჩრდილები არ მომცემენ, მამაზე რომ არაფერი ვთქვა - ის ხომ საქართველოს დანაკარგია და არამარტო ჩემი ოჯახის. ვცდილობ და ყოველთვის ვეცდები არავინ მძულდეს, და არც დაუმსახურებლად მიყვარდეს ვინმე.

ყოველთვის მწამდა სამყაროში ზნეობრივი წესრიგის არსებობა, სადაც ყველა საბოლოოდ იმას მოიმკის, რასაც დასთესს".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: