ვის ეშინია დებატების?!.

ვის ეშინია დებატების?!.

   არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღე ახლოვდება, თუმცა თბილისის მერობის კანდიდატების დაანონსებული დებატები ჯერ არ უხილავს მაყურებელს, მეტიც, არც თარიღია ცნიბილი და ვერც ადგილზე შეთანხმდნენ პოლიტიკური ძალები.

    სწორედ დებატების თემას გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირმა ნადირაშვილი და პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლებას მოუწოდა:

   "კოალიციის კანდიდატს ბატონ ნარმანიას, ძალიან უსუსური გამოსვლები ჰქონდა არჩევნების პირველი ტურის წინ, ცხადია მას აღარ სურს "ერთიანი ნაციონალურუ მოძრაობის" კანდიდატთან, ნიკოლოზ მელიასთან პირისპირ შეხვედრა. ბატონი ნარმანია არ გამოცხადდა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რამდენიმე დღის წინ, როდესაც ნიკა მელიასთან დებატებბი უნდა შემდგარიყო. სავარაუდოდ ის ასევე თავს აარიდებს თავს სხვა ტელეკომპანიებთანაც, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", როგორც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა, მონაწილეობს იმ მოლაპარაკებებში რომელიც დებატების გამართვასთან დაკავშირებით, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის შუამავლობით მიმდინარეობს. ვაცხადებთ ჩვენს მზაობას დებატები შედგეს ოთხშაბათს, 9 ივლისს ყველა ნაციონალური არხის ეთერში პირდაპირი ტრანსლაციით".

   ვინ რა თამაშს თამაშობს და სად იკარგება კანდიდატების ერთმანეთისთვის მიწერილი წერილები? ეს კითხვა ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება საზოგადოებაში, იმის გარკვევაც ძნელი იქნება, დებატების ჩატარების თემა რომელი პოლიტიკური ძალის სპეკულაციის საგანია, ერთი ცხადია, "საპნის ოპერასავით გაწელილი დებატების მოლოდინში მეორე ტური მოგვიახლოვდა...თუმცა, ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ საზოგადოება ამ დებატებისგან მნიშვნელოვნად ახალს არაფერს ელოდება და თუ არჩევნების შემდეგ ვიხილავთ ამ დებატებს, ესეც არ იქნება დიდი დანაკლისი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: