ვანო მერაბიშვილი:-"ხელისუფლების ქვეყნის სათავეში ყოფნის წამზომი ჩაირთო"

ვანო მერაბიშვილი:-"ხელისუფლების ქვეყნის სათავეში ყოფნის წამზომი ჩაირთო"

   გიგი უგულავასთვის  წინასწარი პატიმრობის მისჯასა და მისთვის აპელაციაზე უარის თქმას ვანო მერაბიშვილი ეხმაურება. და ამბობს:

   -"გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის მისჯით და მისთვის აპელაციაზეც კი უარის თქმით, ხელისუფლების მიერ მართულმა მოსამართლეებმა ამავე ხელისუფლებას ქვეყნის სათავეში ყოფნის წამზომი ჩაურთო. 

   ის, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის კონკრეტული ლიდერების დაკავება ამ ძალას არ გააჩუმებს და მით უმეტეს არ გაანადგურებს, ხელისუფლების გარდა უკვე ყველასთვის ნათელია. ნათელია ისიც, რომ გიგი უგულავას პატიმრობა ვერ გატეხავს და მხოლოდ გააძლიერებს მას. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებები სამწუხაროდ, კიდევ ერთ შავ ლაქად დარჩება ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდის მოღვაწეობაში. 

   ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, მიუხედავად იმისა, ვიქნებით ციხეში თუ ციხის გარეთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დღეს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის წამზომზე დრო რაც შეიძლება მალე გავიდეს".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: