მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ განრიგს 16 სექტემბერს დაუბრუნდება

მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ განრიგს 16 სექტემბერს დაუბრუნდება

   თბილისის მერის ტრანსპორტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

 

   "დედაქალაქის მთავრობის დადგენილებით, 21 ივნისიდან თბილისის საქალაქო მუნიციპალური სატრანსპორტო მომსახურება საზაფხულო რაოდენობებზე გადავიდა. მთლიანი მინიმალური გასვლა გათვალისწინებულია 396 ერთეულით. 

   გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის ნაწილი დედაქალაქში რჩება (სხვა წლებთან შედარებით), ზოგიერთ მატშრუტებზე რაოდენობებში განხორციელდა კორექტირება და ბოლო 2 წელია, თბილისში დაგეგმილზე მეტი მოძრაობს. ამჟამად მოსახლეობის გადაადგილებას ემსახურება 481 ერთეული. ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში, საგამოცდო ცენტრებში მიმსვლელთა დროული გადაადგილების მიზნით, ცენტრების მიმართულებით მოძრავ მარშრუტებს 30 ავტობუსი დაემატა.    16 ივლისიდან მითითებულ რაოდენობას დააკლდება 30 ავტობუსი და ქალაქის მასშტაბით 451 ერთეული იმოძრავებს. მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ განრიგს 16 სექტემბერს დაუბრუნდება".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: