ლიანა ასათიანი გარდაიცვალა

ლიანა ასათიანი გარდაიცვალა

   გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მსახიობი, ქართული კინომატოგრაფიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი,  ლიანა ასათიანი.

კინო "რუსთაველის" 2010 წლის 20 მაისს ლიანა ასათიანის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. 

ლიანა ასათიანი 16 წლის იყო თეკლეს როლზე რომ აიყვანეს "გიორგი სააკაძეში", იმ დღიდან მოყოლებული არა ერთი დასამახსოვრებელი როლი ითამაშა და მაყურებლის უზომოდ დიდი სიყვარული დაიმსახურა.

ნათამაშები აქვს ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა: "გიორგი სააკაძე", "ჭრიჭინა", "ჭირვეული მეზობლები", "მაცი ხვიტია", "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", "დიდოსტატის მარჯვენა", "ერთი ცის ქვეშ" და სხვა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: