გოგი ლორთქიფანიძე:-"წავიდა თქვენი მატარებელი, ბიძიკოებო!.."

გოგი ლორთქიფანიძე:-"წავიდა თქვენი მატარებელი, ბიძიკოებო!.."

   თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებს "სახალხო პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე ეხმაურება:

   -"დებატებზე არანაირი შენიშვნა და კომენტარი არ მაქვს.. არადა რომ მქონდეს, ალალად ვამბობ გამიხარდებოდა ე.ი. რაღაცა საგნობრივს მაინც იტყოდნენ ოპონენტები... ვუსმინე და ვერაფერი ვერ გავიგე, გარდა იმისა, რომ ქცევები, ვალდებულებები, პასუხები, შინაარსი და მიზანი იგივე აქვს ორივე მხარეს...ამ დებატების მერე კიდევ უფრო მიმყარდება აზრი, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას ძველი, ბოლშევიკური პოლიტიკური სისტემის ფარგლებში და აქედან ამაზე მეტს ვეღარ მივიღებთ რაც გვაქვს. ხოდა არჩევანი გვაქვს შემდეგი: ან ვრჩებით ამ სისტემაში და ვაგრძელებთ ბედნიერად "ლპობას" ან მართლა ვცვლით სისტემას და მივდივართ წინ...

   როგორც ვიცი, თბილისის მერობაზე ვაშაძის კანდიდატურის საწინააღმდეგოდ მელიას უჭერდნენ მხარს ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერიის და გამგეობების შემადგენლობები .... არაადეკვატური არჩევანი გქონიათ პატივცემულებო... ვერც ვაშაძე მოიგებდა, მაგრამ მინიმუმ არ ილაპარაკებდა მაინც ძველი ბიჭივით....

მოკლედ რა მინდოდა მეთქვა... წავიდა თქვენი მატარებელი ბიძიკოებო..."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: