Iverioni
«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
სექტემბერი 2020 (5)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
10-07-2014, 20:12
ნანახია: 805

გიორგი გუგავა:-

   ბიზნესკომპანიების ახალ იდეას, რომ არჩევნების დღეს ყველა მომხმარებელს, რომელსაც ექნება მარკირება, კომპანიები ფასდაკლებით მოემსახურებიან, "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"ამ ბიზნეს კომპანიების მესვეურებს, რომლებმაც ქონება, კაპიტალი, ბიზნესი შექმნეს ქვეყნისა და ხალხის ძარცვის ხარჯზე, ყველა ეპოქაში იყვნენ ხელისუფლებაში ან აფინანსებდნენ მათ, არასდროს გახსენებიათ გაჭირვებული მოსახლეობა, პირიქით მათი ყოველდღიური დაყაჩაღებით დააგროვეს მილიონები. დღეს კი, როდესაც ხელისუფლებას გაუჭირდა საარჩევნოდ, იმის გამო რომ ამომრჩევლის უმრავლესობა არ აპირებს არჩევნებზე მისვლასა და ამ ფარსში მონაწილეობა მთავრობის დავალებით გადაწყვიტეს. ეს ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვა, რათა ამ გზით მიიყვანონ ხალხი საარჩევნო უბნებზე და გაათრიონ მილიარდელის უსახური კანდიდატი"

   ცნობისთვის, მარკირებული ამომრჩევლები მიიღებენ 20%-იანი ფასდაკლებას "მაკდონალდსა" და "ვენდისში", 22%-იანი ფასდაკლებას - აფთიაქებში - PშP, "ავერსსა" და "ჯი პი სი"-ში, 15%-იანი ფასდაკლებას "გუდვილსა" და "სმარტში", ასევე 5-თეთრიან ფასდაკლებას "გალფსა" და "ვისოლში"