საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდი დღეს სრულდება

საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდი დღეს სრულდება

   7 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი – "ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა" გაიხსნა. 10-11 ივლისს კონფერენცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გრძელდება. კონფერენციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დაესწრო.

   საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობენ გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინსტიტუტების დირექტორები და წამყვანი სპეციალისტები, კიოლნის, ახენის და დიუსელდორფის უნივერსიტეტების პროფესორები. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  ეწვივნენ მეცნიერები აშშ-იდან, იტალიიდან, ინგლისიდან, შვეიცარიიდან.

 

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: