Iverioni
«    აგვისტო 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
11-07-2014, 15:08
ნანახია: 1677

ეროსი კიწმარიშვილი:-

   რუსთავის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ეროსი კიწმარიშვილმა "პირველ პრესკლუბში" არჩევნების მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის მხარდაჭერის მიზეზები განმარტა და დასძინა, რომ "იგივე შეთავაზება "ქართული ოცნების" კანდიდატის დავით ჯიქიასგან რომ მიეღო, არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა, რადგან მიაჩნია, რომ ის "კაცის კაცის კაცია" და გადაწყვეტილებებს თავისუფლად ვერ მიღებს", თუმცა იმასაც ამბობს, რომ თუ თავად ბიძინა ივანიშვილი შესთავაზებდა ამ ხელშეკრულებას, სიამოვნებით მოაწერდა ხელს.

   "ამ გადაწყვეტილების მიღების მიზანი არის მხოლოდ ერთი – მე მექნება საშუალება, რომ მოვიზიდო 100 მლნ დოლარის ინვესტიცია, შევქმნა 10 ათასობით სამუშაო ადგილი (რაც მერის ფუნქცია არ არის, მან უნდა შექმნას შესაბამისი გარემო ქალაქში). მე დავპირდი მოსახლეობას, რომ ქალაქის ბიუჯეტი გაორმაგდებოდა და ყველა პენსიონერი მიიღებდა გაორმაგებულ პენსიას. ბუნებრივია, მე ვერ დაველოდები 2017 წელს და ნიშნისმოგებით ვერ დავიწყებ ლაპარაკს. ვფიქრობ, ბევრად უფრო ღირსეული პოზიციაა, რომ თუ გაქვს პრეტენზია რამის გაკეთების და გთავაზობენ,  უნდა სცადო და გააკეთო. ამიტომ მე დღეს მოვუწოდებ რუსთაველ პენსიონერებს, უმუშევარ  ათიათასობით ადამიანს, თუ თქვენ მხარს დაუჭერთ მხარს მამუკა ჩიქოვანს, მიუხედავდ მისი პოლიტიკური კუთვნილებისა, ის ვალდებულებას იღებს ჩემსა და შესაბამისად, თქვენს წინაშე, რომ ჩემი გეგმები რეალიზდება მისი მერობის პერიოდში".

   კიწმარიშვილი ამბობს, რომ არ ეშინია ჩიქოვანმა მიცემული პირობა დაარღვიოს, რადგან "ეს არის ე.წ. ჯენტლმენური შეთანხმება, რომელიც გამყარებულია 5 მამაკაცის ხელმოწერით, რომლებიც თავს მიიჩნევენ სიტყვის პატრონებად". 

   -"მამუკა ჩიქოვანი, თუკი გახდება მერი, დგას დიდი საფრთხის წინაშე. თავი რომ დაიცვას, სჭირდება პარტნიორები. მან თავისი ძალაუფლება გაგვინაწილა ჩვენ, დარჩენილ ოთხ კანდიდატს და ეს არ გულისხმობს მხოლოდ ჩვენი დაპირებების შესრულებაში თანამონაწილოებას. ეს გადაწყვეტილება გულისხმობს ასევე იმას, რომ ჩვენი მხარდაჭერა დაუკავშირდება იმ მოქმედებებს, რომელსაც ის გადადგამს. შესაბამისად, თუ მამუკა ჩიქოვანი "გადაგვაგდებს", მისი წინააღმდეგ  ერთი მხრივ, იმიქმედებს "ქართული ოცნების" კონტროლირებადი საკრებულო, მეორე მხრივ, იქნება ჩვენი ოფისი, ე.წ. რეფორმების ცენტრი, რომლის უკანაც რუსთაველი მოსახლეობის დაახლოებით, 30 % იდგება. შესაბამისად, ჩიქოვანი დგამს პრაგმატულ ნაბიჯს, ის დაინტერესებული იქნება, ამ პრძოლაში ყავდეს პარტნიორები და არ იყოს მიტოვებული მარტო", - განაცხადა რუსთავის მერობის ყოფილმა კანდიდატმა.