დავით ნარმანია:-"მოდით არჩევნებზე და გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენგანის ხმა იგებს!"

დავით ნარმანია:-"მოდით არჩევნებზე და გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენგანის ხმა იგებს!"

   არჩევნების მეორე ტურამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლსკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ თითოეული ხმა მნიშვნელოვანია.

   -"ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ თბილისი იქცეს ევროპული ტიპის დედაქალაქად, ჯანსაღ და მოსახერხებელ გარემოდ, სადაც ჩვენი შვილების განვითარებისთვის ყველა პირობა გარანტირებული იქნება. ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ თითოეული თბილისელისთვის ხელმისაწვდომი იყოს ის სიკეთე, რომელსაც ყველანი ერთად შევქმნით - მობრძანდით ხვალ და თქვენი ეს სურვილები საკუთარი არჩევანით დააფიქსირეთ! მოდით არჩევნებზე და გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენგანის ხმა იგებს!"–განაცხადა ნარმანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: