კახა კალაძე:-"ხმა მივეცი ბიუჯეტის მძარცველების წინააღმდეგ"

კახა კალაძე:-"ხმა მივეცი ბიუჯეტის მძარცველების წინააღმდეგ"

   თავისი არჩევანი გააკეთა ვიცე -პრემიერმა კახი კალაძემ. მან ხმა   #64 საარჩევნო უბანზე მისცა.

   -"წელიწადნახევრის წინ გაიმარჯვა ხალხის ნებამ და მე დარწმუნებული ვარ, დღესაც გაიმარჯვებს ხალხი, დემოკრატია. მე ხმა მივეცი ჰალსტუხიანი კრიმინალების წინააღმდეგ. ხმა მივეცი ბიუჯეტის მძარცველების წინააღმდეგ", - განაცხადა კახა კალაძემ. მან ასევე ისაუბრა არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის ორგანოებში მოხელეთა სერთიფიცირებაზე. როგორც კალაძემ აღნიშნა, სამსახურს შეინარჩუნებს ყველა ის ადამიანი, ვინც კვალიფიციურია და შესაბამისი განათლება აქვს. "სამუშაო ადგილებს რაც შეეხება, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ყველა იყოს წყნარად. ყველა ის ადამიანი ვინც კვალიფიციურია, ვისაც შესაბამისი განათლება აქვს, პატიოსანია და ღირსეულად ემსახურებოდა თავის რაიონს, თავის ქალაქს, ჩვენს ქვეყანას, აუცილებლად გააგრძელებს მომავალშიც იმ საქმიანობას, რასაც დღემდე ეწეოდა", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: