რა გაფრთხილება მისცა ჭიაბერაშვილმა "ოცნების" აქტივისტებს?

რა გაფრთხილება მისცა ჭიაბერაშვილმა "ოცნების" აქტივისტებს?

   "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების მეორე ტურზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით კანონსაწინააღმდეგო ყველა ქმედება ფიქსირდებოდა ვიდეოკამერით.

   -"თბილისში ნაძალადევის მე-9 საარჩევნო ოლქში მე-7 საჯარო სკოლის შენობაში განთავსებილია მე-8, მე-9 და მე-10 საარჩევნო უბნები. ერთ-ერთ მათგანზე "ქართული ოცნების" აქტივისტებმა მათთვის ჩვეულ ხერხს - ფიზიკურ ძალადობას მიმართეს.

   ისინი "ქართული ოცნების" მაისურებით შევიდნენ უბანზე, რის გამოც შენიშვნა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციის უბანზე მყოფი დამკვირვებლისგან. მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ასევე ფიქსირდებოდა ვიდეოკამერით.

   კანონდამრღვევებმა მათი სახეების ვიდეოკამერით ჩაწერა გააპროტესტეს და ფიზიკურ ძალადობას მიმართეს იმ პირის მიმართ, ვინც ჩაწერას ახორციელებდა. საარჩევნო უბნის შესასვლელში მომხდარ ჩხუბს პატრულის გამოძახება მოყვა, თუმცა პოლიციას არავის დაუკავებია. მნიშვნელოვანია, რომ ვიდეოჩანაწერებზე თავდამსხმელები დაფიქსირებულნი არიან.

   გვინდა გავაფრთხილოთ "ქართული ოცნების" ყველა აქტივისტი, რომელიც საარჩევნო უბნების შესასვლელებში დგას და მზადაა, ანალოგიურ ქმედებას მიმართოს: ყველა საარჩევნო უბანზე ვიდეოკამერით ფიქსირდება ყველა დარღვევა.

   აშკარაა, რომ ხელისუფლება არათუ არ აპირებს საკუთარი აქტივისტების კანონის მიხედვით დასჯას, არამედ პრემიერი ღარიბაშვილი თავად არის ამ ძალადობის წამახალისებელი. სამაგიეროდ, ყველა მოძალადე ფიქსირდება და ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს კანონის წინაშე_"ამბობს ჭიაბერაშვილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: