"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს

   "ქართული ოცნება" ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს და განცხადებას ავრცელებს:

 

   "როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. წინასარჩევნო პერიოდმა ჩაიარა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. მეორე ტურმა ამომრჩევლებს მისცა დამატებითი დრო, უფრო კარგად გასცნობოდნენ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების გეგმებს და მიეღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, კიდევ უფრო გააქტიურდენ და მოვიდნენ  არჩევნებზე. მეგობრებო, თოთოეული თქვენგანის არჩევანს განსაკუთრებული მნიშველობა აქვს. მჯერა, ჩვენ ერთიანი ძალებით საბოლოო გამარჯვებას ვიზეიმებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ხმა იგებს"-განაცხადა პარტიის პრეს-სპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: