Iverioni
«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
აპრილი 2021 (4)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
12-07-2014, 20:18
ნანახია: 804

გოკა გაბაშვილი:-

   "ნაციონალური მოძრაობა"  არჩევნების მეორე ტურს ეხმიანება და აცხადებს, რომ "არჩევნებზე დარღვევების დამადასტურებელი ზღვა ვიდეო-მასალა აქვს, რომელიც დამუშავდება და გამოქვეყნდება". მოძრაობის სახელით აღნიშნული ინფორმაცია გოკა გაბაშვილმა გაახმოვანა.

   -"ვიტყვი, რომ ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. ჩვენ წარმომადგენლები და დამკვირვებლები ყველგან გვყავს და ჩვენ დავიცავთ თითოეულ ხმას, რომელიც ამ უმძიმეს პირობებში არის მიღებული. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება ვერც დემოკრატიულად და ვერც თავისუფლად, პირველ რიგში, იმის გამო, რაც ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში. იმის გათვალისწინებითაც, რომ ჩვენი შტაბის უფროსი არის დაჭერილი, ჩვენი კანდიდატები არიან დაჭერილები, ათასობით აქტივისტზე და მხარდამჭერზე მოხდა ზეწოლა. ხელისუფლებამ დღესაც ვერ გაუძლო ცდუნებას და ძალიან ბევრ უბანზე ხდებოდა პირდაპირ უბნის წინ კრიმინალური და მოკრიმინალო ელემენტების კონცენტრირება", - განაცხადა გაბაშვილმა.