ვინ იქნებიან თბილისის მერის მოადგილეები?

ვინ იქნებიან თბილისის მერის მოადგილეები?

   დავით ნარმანიას თქმით, მომავალი კვირა მოსამზადებელ სამუშაოებს დაეთმობა და დედაქალაქის მთავრობა სრული დატვირთვით უახლოეს პერიოდში დაიწყებს მუშაობას.  მისივე განცხადებით, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელსაც იგი მიიღებს, მოქალაქეთა მიღების დღის გამოცხადება იქნება.

   -"ეს მოსამზადებელი პერიოდი გვჭირდება იმისთვის, რომ ის ძირითადი საკითხები, რაც მერიაში აქტიური მუშაობის დაწყებასთან არის დაკავშირებული და რაც ჩვენი პროგრამის რეალიზაციასთან არის დაკავშირებული, მოვამზადოთ და შემდგომ დავიწყოთ უკვე ყოველდღიურ რეჟიმში აქტიური მუშაობა. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ძალიან მალე ნახავს ჩემი და ჩემი გუნდის ხელს და ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც დედაქალაქში არსებობს, თითოეული ჩვენი მოქალაქის სასიკეთოდ შეიცვლება. თბილისის მერიც და რაიონების გამგებლებიც მოქალაქეთა მისაღებს აამოქმედებენ და პერიოდულად  თბილისელებთან შეხვედრებს გამართავენ".

   მისივე განმარტებით, მერის მოადგილეების და თბილისის რაიონების გამგებლების კანდიდატურებზე უკვე ნაფიქრია და მათი ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: