თეა წულუკიანი:-"იქნება ძალიან მკაცრი ფილტრი"

თეა წულუკიანი:-"იქნება ძალიან მკაცრი ფილტრი"

   მთავრობის მიერ დამტკიცებული მოსამართლეების შეფასების კრიტერიუმი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პირველ რიგში იმ მოსამართლეებს შეეხბათ, რომლებიც ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის მიღებიდან მოყოლებულნი დაინიშნენ. 

   "ჩვენ შემოგვაქვს სისტემა, რომლის თანახმადაც, ასეთი მოსამართლეები 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, ყოველ წელს, 2 შემფასებლის მიერ შეფასდებიან. დაიდება 6 დასკვნა და მათ საფუძველზე, იუსტიციის საბჭო ხმების 2/3-ის უმრავლესობით გადაწყვეტს ესა თუ ის მოსამართლე არის თუ არა ამ მანტიის ტარების ღირსი. შეფასების კრიტერიუმი იქნება როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული, რათა მართლმსაჯულებაში მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოირიცხოს ისეთი კანდიდატების დანიშვნა, რომლებიც ან კორუმპირებულები იქნებიან, ან კანონები არ ეცოდინებათ, ან, რაც ყველაზე მთავარია, არ იციან როგორ მოიქცნენ სასამართლო დარბაზში და როგორ დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილებები.

   იქნება ძალიან მკაცრი ფილტრი იმისთვის, რომ ახლადდანიშნული მოსამართლე მუდმივად დანიშნული არ გახდეს ისე, რომ არ იცოდეს საქმის კეთება, ეს კანონპროექტი მთავრობამ დაამტკიცა და იმედი გვაქვს ახლა, რომ ამ კანონპროექტს პარლამენტი კანონად აქცევს."- განაცხადა წულუკიანმა.

   ცნობისთვის, 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით ამჟამად 12 მოსამართლეა დანიშნული.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: