მიხეილ სააკაშვილი:-"ძალიან მახინჯი და უაზრო ეს ყველაფერი უკვე"

მიხეილ სააკაშვილი:-"ძალიან მახინჯი და უაზრო ეს ყველაფერი უკვე"

   მიხეილ სააკაშვილი დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლების დაკითხვაზე დაბარების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა ასეთი გაუაზრებელი ქმედება საქართველოს რეპუტაციას აზარალებს. 

   -"გავიგე, რომ თემურ ჯანაშია, ჩვენი დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი და ახლა ჩემი თანაშემწე, საზღვარაზე გააჩერეს და ქვეყნიდან აღარ უშვებენ, ის უნდა დამხმარებოდა აქ რაღაცეებში, ამის წინ რამდენიმე ჩვენი წევრი დააკავეს, რომ კიევში არ ჩამოსულიყვნენ და მე არ ვენახე. დღეს დაცვის თანამშრომლები დაკითხეს, პატრიოტი ბიჭები, რომლებიც შევარდნაძის დაცვაშიც იყვნენ, ნებისმიერ მთავრობას ემსახურებიან, ისინი არიან საქართველოს სამსახურში და არა რომელიმე ცალკეული პირის სამსახურში, დღეს დაიბარეს დასაკითხად სანდრას დამლაგებელი და არა მზარეული, როგორც თქვეს, რადგან სანდრა თვითონ აკეთებს საჭმელს და მზარეული არ სჭირდება, სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურაში. ყველაფერს ხომ აქვს რაღაც საზღვარი და რაღაც წესები ხომ უნდა არსებობდეს?! ძალიან მახინჯი და უაზრო ეს ყველაფერი უკვე და რა თქმა უნდა, აზარალებს საქართველოს რეპუტაციას".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: