შსს მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს ზოგადად ნარკოვითარებასთან მიმართებით

შსს მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს ზოგადად ნარკოვითარებასთან მიმართებით

   შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეორე შეხვედრა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში არიან შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. აღნიშნული კომისია ახორციელებს მონიტორინგს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებსა და შესაბამისი კანონის აღსრულებაზე. კომისიის საქმიანობის მიზანია, გამოიკვეთოს საერთო სურათი ქვეყანაში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით: მოხდეს ე.წ. "შავ ბაზარზე" დაკვირვება, თუ რომელი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების არალეგალური ბრუნვა ხდება, რა რისკები არის დაკავშირებული ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სხვადასხვა რელევანტური უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გაანალიზება პრობლემების აღმოჩენის კუთხით, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების გამოსაქვეყნებლად ინფორმაციის შეჯამება.

 

   შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომისიის პირველ სხდომაზე დასახული მიზნები განხორციელდა. შემუშავდა რამდენიმე საკანონმდებლო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების არალეგალური ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სრულყოფას, ისევე როგორც ამ კუთხით შსს-სა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურს შორის კომპეტენციათა გამიჯვნისათვის კონკრეტული საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ სახელმწიფო ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მოქმედებს გრძელვადიან რეჟიმში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ მდგომარეობის დარეგულირების კუთხით და მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს ზოგადად ნარკოვითარებასთან მიმართებით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: