Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
15-07-2014, 09:25
ნანახია: 742

პრომეთეს მღვიმეში ხუთი ახალი დარბაზი აღმოაჩინეს

   საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ნილს სკოტთან, მის მოადგილე შომბი შარპთან და იმერეთის რეგიონის 20 წარჩინებულ მოსწავლესთან ერთად, პრომეთეს მღვიმე მოინახულა. პრომეთეს მღვიმის დათვალიერების შემდეგ, სტუმრები მღვიმის გამოსასვლელიდან ვიზიტორთა ცენტრში სპეციალური ავტომატარებლის მეშვეობით დაბრუნდნენ. აღნიშნული ტურის მიზანი ახალგაზრდებისთვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პრომეთეს მღვიმის და ახალი ტურისტული სერვისების პოპულარიზაციაა. დაცული ტერიტორიების სააგენტომ 40 ადამიანზე გათვლილი ავტომატარებელი შეიძინა, რომელიც უზრუნველყოფს ვიზიტორების გადაადგილებას პრომეთეს მღვიმის გამოსასვლელიდან ადმინისტრაციულ შენობამდე. 

   პრომეთეს მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყუმისთავში 1984 წელს, ჯუმბერ ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით სამეცნიერო სპელეოლოგიური ექსპედიციის ჯგუფმა აღმოჩინა. მღვიმეში სამი შესასვლელი და 17 დარბაზია. კარსტული წარმოშობის პრომეთეს მღვიმე ზღვის დონიდან 147 მ-ზე მდებარეობს და სტალაქტიტების, სტალაგმიტების და სტალაგნატების მრავალსახეობით გამოირჩევა. ვიზიტორებს შეუძლიათ 380 მეტრიანი სანაოსნო ტურით ისარგებლონ. 2014 წელს დაივერებმა კიდევ ხუთი ახალი დარბაზი აღმოაჩინეს.