ვაჟა ადამია:-"ბიძინას მთავრობაში მოღვაწე შევარდნაძის მონახმარი ჯაგლაგებიც კი უტიფრად გვაყრიან თვალში ნაცარს"

ვაჟა ადამია:-"ბიძინას მთავრობაში მოღვაწე შევარდნაძის მონახმარი ჯაგლაგებიც კი უტიფრად გვაყრიან თვალში ნაცარს"

   "მერაბ კოსტავას საზოგადოების" ლიდერი ვაჟა ადამია ზურაბ აბაშიძის ნათქვამს-"იმ შემთხვევაში, თუ ერგნეთის ბაზრობა თანამედროვე სტანდარტებით ამუშავდება, ეს საინტერესო იქნება რეგიონის გამოცოცხლებისა და ადამიანებს შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის"-ეხმიანება და წერს:

   -"არც აბაშიძის ფიცისა მწამს და არც ერგნეთის ბაზრის კონტრაბანდული ბოლოსი!

   ასეთი რა შევცოდეთ, რომ ბიძინას მთავრობაში მოღვაწე შევარდნაძის მონახმარი ჯაგლაგებიც კი უტიფრად, ყოველგვარი მორიდების გარეშე გვაყრიან თვალში ნაცარს: " ერგნეთის ბაზრის ამოქმედება კონფლიქტურ რეგიონს გამოაცოცხლებსო." თითქოს, იმდენად უბირნი და გულმავიწყნი ვიყოთ, აღარც გვახსოვდეს, რომ მათ მიერ ერთხელ უკვე ამოქმედებულმა ერგნეთის ბაზრობამ ისე " გამოაცოცხლა რეგიონი", რომ მთელი საქართველო დაინთქა კონტრაბანდის ჭაობში . მაგრამ, ქვეყანა ვის ადარდებს, როდესაც საკითხი ადგილობრივ არჩევნებში გაწეულ ხარჯების ამოღებას ეხება?.."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: