Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
15-07-2014, 10:47
ნანახია: 831

გიორგი მარგველაშვილის მილოცვის წერილი საფრანგეთს

   საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმოადგენლმა საფრანგეთის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილის მილოცვის წერილი გადასცა

   საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსით საფრანგეთის რესპუბლიკაში მყოფი უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი პარიზში 14 ივლისს ბასტილიის აღების დღეს, პირველი მსოფლიო ომის ხსოვნისადმი მიძღვილ აღლუმსა და ღონისძიებებს დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა ფრანსუა ოლანდს გიორგი მარგველაშვილის მისალოცი წერილი გადასცა:

   -"ბატონო პრეზიდენტო, მაქვს პატივი გულითადად მოგილოცოთ საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული პირადად თქვენ და ფრანგ ხალხს, მინდა გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა. ჩვენთვის დიდი პატივია პირველი მსოფლიო ომის ასი წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობა. თქვენი სურვილი - მაშინდელ მოკავშირებთან და მოწინააღმდეგეებთან ერთად მოხდეს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კონფლიქტის მიზეზთა და შედეგთა გაანალიზება - უმაღლესი ჰუმანური ფასეულობებით არის განპირობებული და მიმართულია მშვიდობიანი, დიალოგისა და თანამშრომლობის მსოფლიოს შექმნისაკენ. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გიხდით გულწრფელ მადლობას იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც თქვენ, თქვენი მთავრობა და ფრანგი ხალხი იჩენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. საფრანგეთს ქართველები განსაკუთრებულად აფასებენ. სწორედ თქვენმა ქვეყანამ შეიფარა ბოლშევიკური ანექსიის დროს საქართველოს დევნილი მთავრობა. მათმა დიდმა ნაწილმა თქვენს მიწაზე ჰპოვა განსასვენებელი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საფრანგეთის თანადგომა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიისა და კეთილდღეობის შენების პროცესში საქართველოს მოქალაქეთა დიდ მადლიერებას იმსახურებს. დიდად ვაფასებ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ კავშირს და მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობით კიდევ უფრო გავაღმავებთ და გავაძლიერებთ მას. ევროკავშირთან ინტეგრაცია ჩვენი მთავრობისა და ხალხის უმთავრესი პოლიტიკური ამოცანაა. ამ მიზნის მიღწევის გზაზე თქვენი თანადგომა ფასდაუდებელია. ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალი ისტორიული პერსპექტივა გაიხსნა. პოლიტიკური კავშირის გაძლიერებასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურთიერთობის გაღრმავება ეკონომიკის სფეროში. მოხარული ვარ, რომ სულ ახლახან მქონდა პატივი მემასპინძლა ჩემს ქვეყანაში თქვენთვის და გვესაუბრა ამ შესაძლებლობებზე, პირადად მიმეღო თქვენი თანადგომა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს და გთხოვთ მიიღოთ, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემა."