ადვოკატთა ასოციაცია:-" ხელისუფლების ძალმომრეობით პოლიტიკას საკმაოდ მკაცრი რეაქცია მოჰყვება"

ადვოკატთა ასოციაცია:-" ხელისუფლების ძალმომრეობით  პოლიტიკას  საკმაოდ მკაცრი რეაქცია მოჰყვება"

   "ადვოკატთა ასოციაცია" აცხადებს, რომ  არჩევნების შემდეგ ხელისუფლება ადვოკატთა მიმართ ძალმომრეობით პოლიტიკას ახორციელებს, რის გამოც ხელისუფლებას ტავშეკავებას ურცევს და განცხადებას ავრცელებს.

 

   "დამთავრდა არჩევნები და საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ძალმომრეობის პოლიტიკა ყველამიმართულებით. თუ გავაანალიზებთ ადვოკატების მიმართ  განხორციელებულ ძალადობას ბოლოერთი წლის მანძილზე, რა თქმა უნდა პირველი სამიზნე უნდა გამხდარიყვნენ ადვოკატები, რადგანხელისუფლების ძალმომრეობით  პოლიტიკას   სამწუხაროდ  მხოლოდ ადვოკატები აპროტესტებენ.

   ხელისუფლებამ იფიქრა იფიქრა და მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება, სასწრაფოდ დაიწყონ ადვოკატების ღირსების შელახვა და დაელოდნენ რეაქციას. 2014 წლის 14 ივლისს ქსნის #14დაწესებულებაში ადვოკატი, რომელიც შედიოდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან არ შეუშვეს, სანამ არმოახსნევინეს ჯვარი. სააკაშვილის ხელისუფლების დროს, როდესაც კალმახელიძემ გამოსცაბრძანება, რომელიც კრძალავდა ფასეული ნივთების შეტანას სასჯელაღსრულებისდაწესებულებებში და მოუნდათ ამ ბრძანების განხორციელება ადვოკატების მიმართ, მოჰყვა მკაცრირეაქცია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მხრიდან. ამიტომ ვერ გაბედა სააკაშვილისხელისუფლებამ სასჯელაღსერულების დაწესებულებებში ადვოკატებზე ჯვრების მოხსნა დაცვისქვეშ მყოფთან  შესვლის დროს. ის რაც ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ საარჩევნო კატასრტოფისშემდეგ, პოლიციური მმართველობის იდეით შეპყრობილმა საქართველოს  ხელისუფლებამარჩევნების მეორე დღეს დაიწყო ძალადობა ადვოკატებზე. ერთი შეხედვით შეიძლება არ ღირდესასეთ ნიუანსზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ ეს არის ხელისუფლების იდეაფიქსი, ღირსება შეულახონ მათ, ვისაც ვერ იმორჩილებენ.

   საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აფიქსირებს სამოქალაქო საზოგადოების  და საერთაშორისოორგანიზაციების წინაშე, რომ არ დაუშვებს ადვოკატების ღირსების შელახვას  და იბრძოლებს ხელისუფლების დიქტატორული გამოვლინებების წინააღმდეგ ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ძალმომრეობის პოლიტიკის განხორციელება. სამოქალაქო საზოგადოებას შევახენებ, რომ ივანემერაბიშვილის სასამართლო პროცესზე მოსულ პატიმრებს, რომლებიც სასამართლო პროცესზემოიყვანეს ჩვენების მისაცემად, ხელზე ეკეთათ ძვირადღირებული საათები და ეს იხილა მთელმასაქართველომ ტელეკომპანია "რუსთავი  2"-ის ეთერში. ისმის  რიტორიკული კითხვა, თუპატიმრებისთვის ეს არის დასაშვები, ადვოკატები უნდა დაამცირონ და მოახსნევინონ ნათლობისჯვრები მართლმადიდებელ სახელმწიფოში?

   ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს ადვოკატებისღირსების შელახვის პოლიტიკის განხორცილებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებისძალმომრეობით პოლიტიკას მოჰყვება საკმაოდ მკაცრი რეაქცია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მხრიდან. რაც არ მგონია ხელისუფლებისთვის იყოს მომგებიანი"-ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: