ზურაბ აბაშიძე:-"დარწმუნებული ვარ, ეს საქმე მალე გაიხსნება"

ზურაბ აბაშიძე:-"დარწმუნებული ვარ, ეს საქმე მალე გაიხსნება"

   ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურა აბაშიძე ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უნდა იქნეს გამოძიებული რა იყო ეს-მკვლელობა თუ თვითმკვლელობა 

 

   -"ძალიან ვწუხვართ ყველა. ეს თემა გამოსაძიებელია. უნდა გამოვიძიოთ იყო მკვლელობა, თვითმკვლელობა, თუ სხვა რამ. ეს თემა გამოძიებული იქნება. ვერაფრით დავაკავშირებ ვერც ჟვანიას მკვლელობას და ვერც სხვა რამეს, რაც წინა ხელისუფლების პერიოდში იყო ჩადენილი. თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ გამოძიება არასწორი გზით მიდის და დამატებითი კითხვები გაჩნდება, ამაზე შემდეგ მოვალ და უპრობლემოდ ვისაუბრებ. გამოიძიონ, დაველოდოთ შედეგებს. დღეს აბსოლუტურად გამჭირვალეა პროკურატურა და ვიცი, რომ ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა. მეც, როგორც მოქალაქეს, მინდა ვიცოდე, რა მოუვიდა ეროსი კიწმარიშვილს. მაინტერესებს, მიიყვანა ვინმემ ამ მდგომარეობამდე, მან თვითონ ჩათვალა, რომ ასე უნდა დასრულებულიყო მისი ცხოვრება, თუ ვინმე მივიდა და მოკლა. დარწმუნებული ვარ, ეს საქმე მალე გაიხსნება".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: