"მეტროდან მეტრომდე"

"მეტროდან მეტრომდე"

   ქველმოქმედთა სახლი ,,მომავლის გზა" იწყებს საქველმოქმედო პროექტს ,,მეტროდან მეტრომდე", რომელიც ითვალისწინებს თბილისის მეტროსადგურებთან საქველმოქმედო კონცერტების გამართვას. შემოწირული თანხა მოხმარდება პროექტი ,,გააძლიერე ოჯახი-სადილი ბავშვებს". პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

   სხვადასხვა ჟანრის მომღერლები, ჯგუფბი, პოეტები 12 საათიდან 19 საათამდე კონცერტებს ღია ცის ქვეშ გამართავენ გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. მონაწილეები დაჯილდოვდებიან პროექტით გათვალისწინებული სიგელებით. 

   პირველი ღონისძიება 20 ივლისს მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" გაიმართება. აქციაში მონაწილეობის და შემოწირულობების გამღებ პირებს საშუალება ექნებათ დილის 12 საათიდან სარამოს 19 საათამდე მივიდნენ თავისუფლების მოედანზე და თავიანთი წვლილი შეიტანონ კეთილ საქმეში.

   "ივერიონი" უერთდება საქველმოქმედო აქციას. სააგენტო მუდმივად მოგაწვდით ღონისძიებათა გრაფიკს და კონცერტების ჩატარების ადგილს

    გელოდებით ყველას! შემოგვიერთდით! 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: