სოსო ცისკარიშვილი:-" ქალბატონი დემოკრატიის ნაცვლას არის საშიშროება აღზევდეს ქალბატონი ფინტიკოზა"

სოსო ცისკარიშვილი:-" ქალბატონი დემოკრატიის ნაცვლას არის საშიშროება აღზევდეს ქალბატონი ფინტიკოზა"

   ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უფრო მშფოთვარე იყო, რადგან სავარძლები მცირე იყო, მათი დაკავების მსურველები კი ბევრი, თუმცა ის მიიჩნევს, რომ ამ მშფოთვარე არჩევნებს ცეესკომ თავი გაართვა, აი არჩევნების შედეგს კი დემოკრატიულს ვერ უწოდებს.

   -"ვთვლი, რომ ცეესკომ გაართვა თავი  დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ შედეგი ვერ არის იდეალურად დემოკრატიული. როდესაც თითქმის ყველა სავარძელს იკავებენ ერთი ძალის წარმომადგენლები, აქ დემოკრატია შორს არის. დემოკრატიასთან მწყრალად ვართ მაშინაც, როცა ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული მერის გადარჩევა შესაძლებელია 2/3-ით. ახლა ქალბატონი დემოკრატიის ნაცვლად არის საშიშროება აღზევდეს ქალბატონი ფინტიკოზა. შეიძლება საკრებულოებში თქვან-ეს მერი არ გვინდა და გადავირჩიოთ. მერე შეიკრიბება ამ პროცესისთვის საჭირო 2/3 და მოხდება მერის გადარჩევა. ვნახოთ, რას მოგვიტანს ქალბატონი ფინტიკოზა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: