"ჩვენ ამაყნი ვართ ადა მარშანიას გადაწყვეტილებით"

"ჩვენ ამაყნი ვართ ადა მარშანიას გადაწყვეტილებით"

   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრებმა ადა მარშანიას მადლობა გადაუხადეს დევნილთა გვერდით დგომისთვის და აფხაზეთის პრობლემის ყველაზე მაღლა დაყენებისთვის. 

   -"ადა მარშანიას მიერ თბილისის საკრებულოს დეპუტატის მანდატის დათმობას და უმაღლეს საბჭოში დარჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს აფხაზეთის საკითხით საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესებაში. ქალბატონმა ადამ, რომელიც საკრებულოს წევრი "პატრიოტთა ალიანსიდან" გახდა, დათმო თბილისის საკრებულოს დეპუტატის მანდატი და დარჩა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, რადგან მისთვის უზენაესია დევნილების გვერდით დგომა. ჩვენ ამაყნი ვართ ადა მარშანიას გადაწყვეტილებით. საზოგადოებაში დიდი იმიჯის მქონე ადამიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ღირსეულობა და სიყვარული აფხაზეთისადმი"-განაცხადეს ფრაქციის წევრებმა.

   ადა მარშანიას მიმართა თენგიზ ხუბუამაც.

   -"აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი,ქალბატონი ადა მარშანია არჩეული იქნა ქ.თბილისის საკრებულოს წევრად,მაგრამ იმის გამო,რომ კანონი კრძალავს ორი არჩევითი ორგანოს ერთდროულ წევრობას,მან არჩევანი გააკეთა აფხაზეთის დევნილი საკანონმდებლო ორგანოს სასარგებლოდ. ქალბატონმა ადამ,როგორც ყოველთვის, ამ ნაბიჯით თვალნათლივ გამოხატა თავისი ურყევი პოზიცია აფხაზეთის საკითხთან,დევნილთა გვერდში დგომის აუცილებლობასთან მიმართებაში, მაგალითი მისცა ყველა პოლიტიკურ მოღვაწეს,რომ პირადულ კეთილდღეობაზე მაღლა დგას მშობლიური ხალხის,საქართველოს ინტერესებისათვის არამარტო ვერბალური,არამედ კონკრეტული ქმედებებით გამოხატული მოღვაწეობა!

ჩემი,პირადი ადამიანური ქება თქვენ,ქალბატონო ადა! ვამაყობ თქვენთან მეგობრობით!"

   ცნობისთვის,ადა მარშანია გახლავთ მოძრაობა ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივანი და ამ სტატუსით მონაწილეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: