Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
17-07-2014, 13:37
ნანახია: 625

   ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის არ სჯერათ რუსთავის მერობის ყოფილ კანდიდატებს ივანე (ნუკრი) შათირიშვილსა ალექსანდრე ბერიძეს. მათი თქმით კაცი, რომელსაც სამომავლო გეგმები ჰქონდა დაწყობილი და კიდევ უამრავი ახალი პროექტის განხორციელებას აპირებდა, თავს არ მოიკლავდა.

   -"მას სულ ეჩქარებოდა, სულ უნდოდა, დროისთვის გაესწრო. ბოლო შეხვედრაზე თქვა ასეთი რამ: შევიკრიბოთ და გავაკეთოთ საკონსულტაციო ჯგუფი და საწარმოებს (რომლებსაც მე ახლა არ დავასახელებ) 5-5 მილიონი გადმოვარიცხინოთო. უნდოდა, შექმნილიყო ფონდი და ამ თანხით ქალაქში სოციალური საკითხები მოგვეგვარებინა. ასეთი თანამშრომლობა არის, როდესაც ბიზნესი თანამშრომლობს სხვადასხვა სტრუქტურასთან და სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობს. ეს იყო იდეის დონეზე, დეტალები არ განგვიხილავს. მე შევშინდი კიდეც ამ იდეით, ფონდის გახსნის აუცილებლობა ამ ეტაპზე ვერ დავინახე", - განაცხადა შათირიშვილმა. 

   ალექსანდრე ბერიძის თქმით კი მეორე ტურის შემდეგ იყო გარკვეული პაუზა, თუმცა კონსულტაციების გაგრძელებას გეგმავდნენ

   -"გვქონდა გარკვეული პაუზა, თუმცა ვფიქრობდით, რომ კონსულტაციები გაგვეგრძელებინა და იგივე რეჟიმში გაგვეკეთებინა ის, რისი საშუალებაც გვქონდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ქალაქი გამოგვეცოცხლებინა".

   კანდიდატების განცხადებით აუცილებელია საზოგადოებაში გაჩენილ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და გამოძიებამ დროულად დადოს შედეგები.