Iverioni
«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
ივნისი 2021 (6)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
18-07-2014, 11:11
ნანახია: 1233

თეა წულუკიანი:-

   "ტატუირების მოცილებით ჩვენ ვამარცხებთ ყოფილ პატიმრებთან მიმართებაში საზოგადოების სტიგმას, რაც გულისხმობს იმას, რომ თუკი ერთხელ იყავი ციხეში, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ვერასოდეს გახდები. პირიქით, ყოფილი პატიმარი, განსაკუთრებით კი ბავშვი აუცილებლად უნდა გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. სწორედ ამას ემსახურება ტატუირების მოცილების პროგრამა", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.  

   საქმე იმაშია, რომ იუსტიციის მინისტრის ინიციატივითა და "UNIჩEF"-ის ფინანსური მხარდაჭერით, დანაშაულის პრევენციის ცენტრი არასრულწლოვან ყოფილ მსჯავრდებულებს სხეულიდან სვირინგების მოცილებაში ეხმარება. პროგრამა, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ არის დაფინანსებული, არასრულწლოვან ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობასა და იმ დაღისაგან გათავისუფლებას ისახავს მიზნად, რომელიც მათ მომავალში ციხეში ყოფნის პერიოდს გაახსენებთ. 

   პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. მასში ჩართულნი არიან მოზარდები მთელი ქვეყნის მასშტაბით.  პროცედურების რაოდენობა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტატუირების ზომასა და ხარისხზე. ამ ეტაპისთვის პროგრამაში მონაწილეობს 37 არასრულწლოვანი; 15  ბენეფიციარმა  დაასრულა და სრულად მოიშორა ტატუირება, 22 მოზარდი  განაგრძობს პროცედურებს.