Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (5)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
18-07-2014, 13:49
ნანახია: 10088

ევროპის პოლიციელთა და მეხანძრეთა სპორტულ თამაშებზე მოასპარეზე მოცურავეებმა კიდევ 4 მედალი მოიპოვეს

   ევროპის პოლიციელთა და მეხანძრეთა მე-5 სპორტულ თამაშებზე, ცურვაში შეჯიბრის მეორე დღეს, სამმა ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელმა სხვადასხვა სტილით ცურვაში კიდევ 4 მედალი მოიპოვა, აქედან – 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია.

  გიორგი ბერძენიშვილმა 400 მეტრი თავისუფალ სტილში გაცურა და, მიუხედავად გამოცდილი და ძლიერი მოწინააღმდეგეებისა, შეძლო და ოქროს მედალი დაისაკუთრა. მან ასევე იასპარეზა 200 მეტრზე გულაღმა სტილით ცურვაში და ბრინჯაოს მედალი აიღო.

 სპორტსმენმა პოლიციელმა ლევან ვარამაშვილმა 50 მეტრზე "ბრასი"-ს სტილით ცურვაში ბრინჯაოს მედალი აიღო. 

ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა ბელგიის ქალაქ ბრიუსელში მიმდინარე ევროპის პოლიციელთა და მეხანძრეთა მე-5 სპორტულ თამაშებზე სულ 21 მედალი მოიპოვეს - 3 ოქროს, 11 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი.