"პრეზიდენტი ყოველთვის სასურველი სტუმარია პარლამენტში"

"პრეზიდენტი ყოველთვის სასურველი სტუმარია პარლამენტში"

   მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინიატრაციამ დაადასტურა გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში ჩასვლა, დეპუტატების უმრავლესობამ დადებითად შეაფასა მისი გადაწყვეტილება.

   თინა ხიდაშელის თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ პრეზიდენტი არ დააკლდებოდა დღევანდელ მნიშვნელოვან დღეს და დაესწრებოდა რატიფიცირებას.

ხიდაშელს ეთანხმება ზურაბ აბაშიძე და აცხადებს, რომ ყველანი ერთ გუნდში არიან.

   -"პრეზიდენტს ყოველთვის შეუძლია მოსვლა, ის ყოველთვის სასურველი სტუმარია პარლამენტში და მოხარული ვარ, რომ მან ეს სურვილი გამოთქვა"-განაცხადა აბაშიძემ.

   "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც შეაფასეს მარგველაშვილის პარლამენტში მისვლა და განაცხადეს, რომ მათი აზრით უკეთესი იქნებოდა ხელშეკრულებაზე ხელი თავად პრეზიდენტს მოეწერა  და დადებითად აფასებენ რატიფიცირებაზე გიორგი მარგველაშვილის დასწრებას. 

   ამ წუთებში პარლამენტში იმყოფება პრემიერ-მინისტრი, რომელმაც უკვე გამართა შეხვედრები უცხოელ სტუმრებთან. ყველა სტუმარი დარბაზშია და ელოდებიან სიტყვით გამოსვლებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: