Iverioni
«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ნოემბერი 2018 (9)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
18-07-2014, 16:25
ნანახია: 584

მარი აფხაზავა: ნურავის ექნება იმის ილუზია,  რომ კაზანტიპიც  შერჩებათ!

ერი დაკნინდა, ხალხი დაავადდა, სული გაირყვნა, ლეში გაიბნა! მოკლედ, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, როცა კაზანტიპის ფესტივალისადმი მიძღვნილი სტატია წავიკითხე.

მიკვირს, რატომ დუმს ეკლესია?!

იქნებ არც დუმს, მაგრამ უბრალოდ მას აღარავინ უსმენს?!

რატომს დუმს ხალხი?!

 იმიტომ, რომ ხალხის ხმა არავის ესმის?!

ვინ შეისმინა მათი ხმა აიდი ბარათებთან დაკავშირებით?! ვინ შეისმინა მათი ხმა, მრავალ სხვა საპროტესტო აქციაზე?! თუმცა, ნურავის ექნება იმის ილუზია,  რომ კაზანტიპიც  შერჩებათ!

ხალხი შეურაცხყოფილია, მოტყუებულია და დაღლილია!  გოდებს ქვეყანა, რომელიც ღვთისმშობლის რჩეულია, ასე იფლანგება, ასე ბითურდება და ასე  იბილწება!!!

ვიმედოვნებ, ქართული სული იფეთქებს და ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო ამ სიბილწეს თავიდან აიცილებს!