"ნაციონალებმა" სესიაზე ბანერი გაშალეს

"ნაციონალებმა" სესიაზე ბანერი გაშალეს

   უმცირესობის წარმომადგენლებმა სესიაზე ბანერი გაშალეს, რომელსაც აწერია: "ევროკავშირში პოლიტიკური პატიმრების გარეშე"

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ამ ქმედებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ევროპელ კოლეგებს რჩევა მისცა.

   -"რაც შეეხება პარლამენტში ახალ დეკორაციებს, ჩვენს ევროპელ კოლეგებს მივმართავ, კარგად დააკვირდნენ რა ხარისხშია საქართველოში სიტყვის თავისუფლება, გადაიღოს ეს მოდელი სხვა პარლამენტებშიც და ხელი არ შეუშალონ ოპოზიციას საკუთარი პოზიციების მსგავს გამოვლინებაში და აგრეთვე ყველამ ერთად დავამკვიდროთ სამართლის და კანონის უზენაესობა"-აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: