დარინე ლომინაძე:-" ერთ დღესაც ხალხი უმართავი გახდება"

დარინე ლომინაძე:-" ერთ დღესაც ხალხი უმართავი გახდება"

   ქართული პატრიოტიზმი ღვთის მსახურებაა. იგი სამშობლოს პატრონობს და სისხლის და სისხლის ფასად იცავს, რადგან ამაში ხედავს ღვთის მიერ დაკისრებულ ვალდებულებას. 

   ჩვენი სულისკვეთება კარგად ჩანს სიტყვებში "სამშობლოს არვის წავართმევთ, ნურც ნურვინ შეგვეცილება"

   ქართულმა იდეამ საუკუნეების მანძილზე ჩამოაყალიბა ჩვენი ხასიათი, კულტურა და ყოფა.  ასეთია ჩვენი წინაპრების არჩეული გზა. გზა ძნელი, მაგრამ საამაყო,  ვიწრო, მაგრამ გადამრჩენელი, თკივილით დამძიმებული, მაგრამ ქრისტეს მიერ მარადიული სისხლით სავსე. სწორედ ამ სულისკვეთების პიროვნებები ქმნიან ღვთისმშობლის წილხვედრ ქართულ ერს.

   ჩვენ ვალდებულნი ვართ დიდ წინაპართა ღვაწლი და ამაგი არ დავივიწყოთ, ვუპატრონოთ ყოველივე იმას, რაც შეუქმნიათ და გადმოუციათ ჩვენთვის და ისე გადავცეთ ჩვენს შთამომავლობას, როგორც მათ მოგვიტანეს დღემდე.

  – რწმენა ჩვენი მართმადიდებლობისა;

  – დედასამშობლო ჩვენი საქართველო;

  – ენა ჩვენი წმინდა ქართული.

 დროის ფაქტორი გადამწყვეტია.

 ჩვენ მცირე ერი ვართ და დროის მიერ მოტანილ ახალ პრობლემებს დროულად უნდა მივხედოთ.

   პრობლემები მართლაც ბევრია.

   -სამშობლოა გადასარჩენი!

   –ეთნოფსიქოლოგიაა გადასარჩენი!

   –ენაა გადასარჩენი!

    საქართველოს და ქართველების სიყვარულმა და ტკივილმა გაგვაერთიანა ის პირები, რომლებიც მზად ვართ მოსახლეობას ვითარების შესაბამისი დახმარება გავუწიოთ. ეს " იბერიელთა კავშირია!"

   არასამთავრობო ორგანიზაცია "იბერიელთა კავშირი" შეიქმნა 2013 წლის დეკემბერში.  ორგანიზაციის სახელწოდება "იბერია" ბევრის მთქმელია. როგორც ცნობილია, კავკასია ის ერთ–ერთი არეალია, სადაც იქმნებოდა დედამიწის ცივილიზაციის უპირველესი კერები: იბერიელმა ტომებმა აითვისეს ველური ბუნება და შექმნეს ცივილიზაცია, რომლის მემკვიდრენიც ამ რეგიონის უმეტეს ნაწილშია განსახლებული. აქედანაა სახელწოდება "იბერიულ–კავკასიური." იბერიული, როგორც მოდგმა ხალხისა, ხოლო კავკასია ადგილი (შავ ზღვასა და კასპიის ზღვის აუზის რეგიონი), სადაც უხსოვარ დროიდან ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ იბერიელები.

    ჩვენ "იბერიელები" ვართ! 

   სწორედ ამ ისტორიამ და იდეოლოგიურმა შეხედულებამ გადაგვაწყვეტინა ხელმძღვანელობას ორგანიზაციისათვის დაგვერქმია "იბერიელთა კავშირი". 

  დირექტორთა საბჭო შედგება ხუთი წევრისაგან;  დამფუძვნებლები – ლებან ხაჭაპურიძე, პაატა ყვავილაშვილი. თავმჯდომარე– ჯაბა ნებიერიძე. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი– დარინე ლომინაძე. ახალგაზრდული მოძრაობის სამსახურის ხელმძღვანელი –ნინო ლომინაძე.

  შექმნილია სხვადასხვა მიმართულებით ფრთები;

  – იურიდიული

  – ენერგეტიკა და ფინანსები

  – განათლება, მეცნიერება და რელიგია

  – კულტურა

  – სპორტი

  – ჯანდაცვა და სოციალური საკითხები

  – მეცნიერება

  – დემოგრაფიული კვლევები

  2011 წელს გამოვეცით სამეცნიერო პოლიტიკური ჟურნალი "კავკასია" დედამიწის ცივილიზაციის აკვანი. (გამოდის კვარტალში ერთხელ) N 1.  უახლოვეს ხანში გამოვა ჟურნალის N 2 ნომერი.

  იბერიელთა კავშირში გაწევრიანებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოსახლეობის უმრავლესობა. 

  საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, მოსახლეობასთან ჩატარდა გამოკითხვა თემით "სად არის გამოსავალი?" საკითხი ეხება,  ჰიპოტეკით დაზარალებუთ. მიკრო საფინანსოს და ბანკის პრობლემურ სიაში მოხვედრილ ხალხს.

 მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნაა, მოიძებნოს გამოსავალი სესხების გადაუხდელობის შედეგად დაგროვილი ვალების საკითხში, რათა არ დაზარალდეს არცერთი მხარე და მოსახლეობას მიეცეს საშუალება ვალების გასტუმრებისა და საგარანტიოდ ჩადებული ქონების შენარჩუნების.

  "იბერიელთა კავშირის" ხელმძღვანელობამ ვიმსჯელეთ, მიგვემართა კონმპეტენტური პირებისათვის, რათა აზრი ერთად შევაჯეროთ და ვიპოვოთ გამოსავალი დღევანდელი ვითარებიდან.

   სამწუხაროდ, მომსწრენი გავხდით კერძო მევახშეებისა და კრედიტორების,  მევალეების მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და შეგნებულად, იძულების წესით ქონების ქართმევის. მოგიყვანთ რამოდენიმე მაგალითს; 

  მოვალე მეტრეველის ოჯახს, ჰიპოტეკის წესით ქონდა აღებული 6000 (ექვსი ათასი)  გადაიხადა 11000 (თერთმეტი ათასი),  მევახშე კიდევ სთხოვს 17000 (ჩვიდმეტი ათასს). ხორციელდება სატელეპონო ზარებით შეურაწყოფეფი და მუქარები, "არ" გადახდის შემთხვევაში ართმევენ ბინას.

 არანაკლებ სახარბიელო მდგომარეობაა ბანკებიდან. მოქალაქე თურმანიძეს მცხ. ბათუმში, საქარტველოს ბანკიდან აქვს გამოტანილი 30000 (ოცდა ათი ათასი) ლარი, თვეში პროცენთს იხდიდა 1300 (ათას სამას) ლარს, 2008 წლის აგვისთოს მოვლენების შემდეგ ვეღარ შეძლო პროცენტების გადახდა რომელიც გაზრდილია 122000 (ას ოცდა ორი ათას) ლარზე. ბანკმა არ გაითვალისწინა ფორსმაჟორი! ასევე პრივატ ბანკიდან იქნა გამოტანილი 1000 (ათასი) ლარი, რომლის პროცენტიც გაზრდილია 7000 (შვიდი ათას ) ლარზე. ატც პრივატ ბანკს ააქვს გათვალისწინებული ფორსმაჟორი! დღეს ბინა ბანკის საკუთრებაშია.

 ასეთი სურათიც გვაქვს;  სოფ. მარტყოფში მცხოვრები მოქალაქე გიორგი სამჭკუაშვილმა 2011 წელს აიღო ბანკ "კონსტანტადან" სესხი 6500 (ექვსი ათას ხუთასი) აშშ. დოლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთით 29%. სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად. 4 ჰექტარზე დათესა ხორბალი, სიმინდი, ბოსტნეული და ააგო სათბური. 2012 წელს მოხდა წარღვნა და მისი მოსავალი  სტიქიურმა უბედურებამ სრულიად გაანადგურა. დასახმარებლად მიმართა მარტყოფის მაშინდელ მუნიციპალიტეტის უფროსს, გ. იორდანიშვილს, რომელმაც განცხადებას თან დაურთო გადაღებული სურათები და გადააგზავნა გარდაბნის რ–ნის მაშინდელ გამგებელთან ზ. ეპიტაშვილთან. სამწუხაროდ არანაირი რეაგირება საბუთებს არ მოჰყოლია! გ. სამჭკუაშვილს გაგებული ჰქონდა, რომ სტიქიით დაზარალებულებს, ნათესობის სრული განადგურებისათვის სამინისტრო გამოყოფდა 3000 (სამი ათასი)–დან 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დახმარებას. ხელმეორედ შეკრიბა საბუთები და  დასახმარებლად მიმართა სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს ბ–ნ კირვალიშვილს, საბუთების შეტანიდან მინისტრი მალევე გაანთავისუფლეს და საკითხი დარჩა განუხილველი. ამასობაში, იუსტიციის სამინისტროს არმსრულებლის ბიუროდან მოვიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზე, ჩემს თავდებს გოდერძი სამჭკუაშვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთს დაედო ყადაღა და დაექვემდებარა აუქციონზე გატანას.

    ამ ამბის შეტყობინების შემდეგ დაზარალებულ გია სამჭკუაშვილს აუწია შაქარმა, ჩავარდა კომაში, მოუვიდა გულის შეტევა და გაუკეთდა სასწრაფოდ გულზე ოპერაცია. ვინაიდან გახდა დიაბეტიკი, დღემდე იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. არსებობს ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა. (მევალეს გადახდილი აქვს 3700 (სამი ათას შვიდასი) აშშ. დოლარი). 

  სამწუხაროდ უამრავი ფაქტები არსებობს და არ არის გათვალისწინებული შექმნილი ვითარება. ჩვენის მიერ მოპოვებული ინფორმაციით 278000 კაცი მოხვედრილია პრობლემურ სიაში, 40000 ათასი გამზადებულის გამოსახლებისათვის და 100000 –ზე მეტი გამოსახლებული.

   ერთ დღესაც ხალხი უმართავი გახდება!!!

 

 

                                                                                                                                         

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: