სალომე ზურაბიშვილი:-აბა ვნახოთ, თუ ვართ ღირსნი სახელმწიფოდ გვთვლიდნენ...

სალომე ზურაბიშვილი:-აბა ვნახოთ, თუ ვართ ღირსნი სახელმწიფოდ გვთვლიდნენ...

   პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილის საქართველოში არსებულ მდგომარეობას სოციალური ქსელით ეხმიანებს და წერს:

 

   -"მგონი საჭიროა და დროული, თუ გადავხედავთ ჩვენს ირგვლივ თუ რა ხდება მსოფლიოში, რომ გონზე მოვიდეთ, დავანებოთ თავი რაღაც უღირსო და გაუგებარ ქცევებს, პარლამენტი პარლამენტს დაემსგავსოს, მთავრობა მთავრობას, ორღობიდან გამოვიდეთ და ქვეყანას მივხედოთ. ჯერჯერობით კი მხოლოდ პრეზიდენტი ჰგავს პრეზიდენტს!!!!!....

   მთავრობის უალტერნატივო პრიორიტეტია ქვეყნის უზარმაზარ და უკვე გადაუდებელ საქმეს მიხედოს - და პირველ რიგში ეკონომიკას- და სხვა რამისთვის არც უნდა ეცალოს! პრეზიდენტს აცალონ რაც მისი ფუნქცია არის, შეასრულოს : დაამყაროს საერთაშორისო კონტაქტები, მონახოს ახალი პარტნიორები, ქვეყნის სახე გაიტანოს - .

პირველი ასეთი შემთხვევა იქნება გაეროს გენერალურ ასემბლეის სხდომაზე სექტებერში! აბა ვნახოთ თუ ვართ ღირსნი სახელმწიფოდ გვთვლიდენ..."(სტილი დაცულია)

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: