გოგი ლორთქიფანიძე:-"მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მოეხდინათ კოსმეტიკური ცვლილებები და ამ საკითხის გადაწყვეტის უფლება ერთპიროვნულად მიეცათ პრემიერისთვის"

გოგი ლორთქიფანიძე:-"მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მოეხდინათ კოსმეტიკური ცვლილებები და ამ საკითხის გადაწყვეტის უფლება ერთპიროვნულად მიეცათ პრემიერისთვის"

   მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს სახალხო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე გამოეხმაურა და "ივერიონთან" საუბარში განაცხადა:

   -"დღევანდელმა ცვლილებებმა დაგვანახა, რომ ხელისფლება სისტემურ კრიზისშია შესული. მთავრობის შემადგენლობის 30%-ის შეცვლა ნორმალურ ქვეყანაში ან მთავრობის ხელმძღვანელის უუნარობაზე მიუთითებს ან მთლიანად არსებული პოლიტიკური სისტემის კრიზისზე.  ორივე შემთხვევაში ამ ცვლილებებს არანაირი პრაქტიკული მნისვნელობა არა აქვს სიტუაციის გამოსწორებისათვის, როდესაც ძირითადი საკვანძო უწყებების ხელმძღვანელები თავის ადგილზე რჩებიან.

ამიტომ ეს არის სუფთა წყლის შიდა პოლიტიკური  ქმედებები. როგორც ჩანს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მოეხდინათ კოსმეტიკური ცვლილებები და ამ საკითხის გადაწყვეტის უფლება ერთპიროვნულად მიეცათ პრემიერისთვის. ეს ყოველივე კი იმის წინაპირობა უნდა გახდეს, რომ ღარიბაშვილის გავლენა კიდევ უფრო გაიზარდოს  ქართულ პოლიტიკაში და ეს გავლენა ხვალ  გამოყენებული იქნება დღევანდელი მომხრეების და თანაგუნდელების წინააღმდეგ და ასევე  მიმართული იქნება ხელისუფლების სხვა უფრო მეტი ლეგიტიმაციის მქონე ორი ინსტიტუტის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავჯდომარის დასაკნინებლად.

   დღევანდელი ცვლილებები სტარტი იყო საპარლამეტო არჩევნებისათვის და ამ ნაბიჯით, ბევრს მიანიშნეს თუ ვინ იქნება გადაწყვეტილების მიმღები მომავალი საპარლამენტო სიების დაკომპლექტებისას". 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: