საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა

საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში  გაემგზავრა

   საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალს დაესწრება.

   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც 22 ივლისს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. 

   საგარეო საქმეთა მიკინისტრი  მაია ფანჯიკიძე საკუთარ გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ მისი იმპლემენტაციის საკითხებზე და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით საქართველოს ხელისუფლების გეგმებზე. 

   ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო სიგელი. 

ნათია ხარბედია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: