Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (5)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
21-07-2014, 15:44
ნანახია: 766

ნინო ბურჯანაძემ ნიდერლანდების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

   "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სამძიმარი გამოუცხადა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ ჰანს ორბახს აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

   -"ვუსამძიმრებთ ნიდერლანდების ელჩს, სახელმწიფოს და ყველა იმ ადამიანს, ვისი ახლობლებიც და ოჯახის წევრებიც დაიღუპნენ ამ საშინელი ტრაგედიის დროს. ყველაზე სამწუხაროა, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანები არიან დაღუპულები და მათ შორის 80 ბავშვია. რა თქმა უნდა, ჩვენც ისევე როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, ველოდებით გამოძიების შედეგებს. იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ გამოძიება იქნება აბსოლუტურად ობიექტური, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციებისაგან თავისუფალი და დამნაშავეები უსასტიკესად დაისჯებიან. 

   კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ყველა იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეებიც ამ ტრაგედიის დროს დაიღუპნენ, განსაკუთრებით ჰოლანდიას, რადგან გარდაცვლილთა შორის ყველაზე მეტი  ჰოლანდიის მოქლაქეები არიან,"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.