ვახტანგ ჟორდანია:-"შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება"

ვახტანგ ჟორდანია:-"შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება"

   "საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ვახტანგ ჟორდანია მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმიანება და ამბობს, რომ ქვეყანაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია დაგროვილი და განსაკუთრებით ეკონომიკის კუთხით.

 

   -"ჩემთვის გაუგებარია ამ კონკრეტულ სფეროებში რა საჭირო იყო ცვლილებები, როცა ამდენი ეკონომიკური პრობლემაა დაგროვილი. მოლოდი რათქმაუნდა უფრო ეფექტური და ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაშია, თუმცა ვთვლი, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოსახლეობაში უფრო დიდი უნდობლობაა და განსაკუთრებით ეკონომიკის კუთხით. თუმცა ვნახოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ეს ცვლილებები კი შესაკრებთა გადაადგილებას გავს, ასეთ დროს კი ჯამი არ იცვლება".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: