Iverioni
«    თებერვალი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
თებერვალი 2021 (8)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
22-07-2014, 10:58
ნანახია: 588

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

   შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი: 1978 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მურათ ა. და 1982 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გენადი ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს. 

   სამართალდამცველებმა მურათ ა. 60,144 გრ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე დააკავეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 18,0432 გრ ჰეროინს შეიცავს. მურათ ა-სგან ამოღებულია ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა - 20 000 აშშ დოლარი. გენადი ბ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი 4,17 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,251 გრ ჰეროინს შეიცავს. 

   გამოძიება ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით). გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.